თეგებით ძიება
21. 10. 2024 მსოფლიო

ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ილირ მეტა კორუფციის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ყოფილი პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ილირ მეტას პრესსპიკერის, ტედი ბლუშის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას „ყველა პატრიოტი და პატიოსანი ალბანელი დაგმობს“.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მეტას დაკავება აშშ-ში ლობისტურ კონტრაქტსა და ფულის გათეთრებას უკავშირდება.

55 წლის ილირ მეტა ალბანეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2017-2022 წლებში იკავებდა, მანამდე კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა