თეგებით ძიება

„ბოლოს არ ვიცი ისე რა გამიტყდა, როგორც ლოჩოშვილის ნახვა ქოცების კლიპში“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გამოჩენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„ბოლოს არ ვიცი ისე რა გამიტყდა, როგორც ლოჩოშვილის ნახვა ქოცების კლიპში. არცერთი სხვა, კიტეც კი არ გამიტყდა ეგრე. აი ლოჩოშვილი როგორ გახდა მაგ პარტიის საკუთრება  

როცა ახალგაზრდა ხარ და შენს საქმეს ძალიან მაგრად აკეთებ, რა ჯანდაბად უნდა გინდოდეს ნებისმიერი პარტია და განსაკუთრებით ახლა, ამ რეალობაში, ქართული ოცნება.

ვაახ, ძაან გამიტყდა“ - წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 21 ოქტომბერს საარჩევნო კლიპი წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მონაწილეობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა