თეგებით ძიება

„მე ძმის საწოლთან დავდე დღეს პირობა: მე შენ გადაგარჩენ! მე შენ აუცილებლად გადაგარჩენ!“ - დინა მირცხულავა ძმის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

მწერალ, დინა მირცხულავას საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, მისი ძმა კომატოზურ მდგომარეობაშია და თურქეთის კლინიკაში ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება.

„ოცდამეათე დღეა ჩემი ძმა იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში და ჯოჯოხეთს გავდივარ დედამიწაზე.

იმედს არ ვკარგავ, არც რწმენას, ღმერთს და მის განგებას ვარ მინდობილი და ძალას არ ვიშურებ, რომ ჩემმა დედამ მეორედ არ განიცადოს შვილის დაკარგვის ტკივილი.

უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს წმინდა ლოცვებში მოიხსენიოთ ლაკო ( რამაზი) და შეავედროთ უფალს, რომ ნუღარ, ნუღარ დაუშვებს ჩვენზე ამ განსაცდელს...

რაღა თქმა უნდა, ვყიდი ყველაფერს, რაც გამაჩნია და გაგვაჩნია.

უბრალოდ ძალიან იწელება დროში.

თურქეთის ერთ - ერთი კლინიკა მზად არის,  მიიღოს პაციენტი ამ მდგომარეობით რა მდგომარეობაც ამ წუთას გვაქვს.

არის შანსი... იმედი და რწმენა თავისთავად და რა თქმა უნდა, მე არ დავიღლები, მე უნდა ვცადო ყველაფერი და გადავარჩინო ჩემი ცანცარა ძმა.

მხოლოდ საფლავთან არ დებენ თურმე ფიცსა და პირობას.

მე ძმის საწოლთან დავდე დღეს პირობა  : 

✅მე შენ გადაგარჩენ.

✅მე შენ აუცილებლად გადაგარჩენ 

✅მე უნდა ვცადო.

✅მე არ უნდა დავიღალო.

ყველაფერი ღმერთის ნებაა, მაგრამ თუ ღმერთი ჩემს მოთმინებას ცდის, არ დავიღლები და არც საყვედური დამცდება.

დილით თურქეთის ჰოსპიტალი მიიღებს ჩემს ცანცარა ძმას.

მცირედი არ არსებობს. 

თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია და დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მოქმედებს.

#საქართველოსბანკი

GE14BG0000000160910754

მიმღები დინა მირცხულავა 

#თიბისიბანკი

GE43TB7232545064300057

მიმღები ელენა კვატანია (დედა) “ - წერს დინა მირცხულავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა