თეგებით ძიება

ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლებისა და ფულის შენარჩუნებისთვის მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე - გიგა ბოკერია

ივანიშვილი მისი ინტერესების დასაცავად მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე , - ასე გამოეხმაურა „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს იყო რუსული, საბჭოთა „ბოდვითი თეორიებით გაფორმებული უტიფარი აღიარება“ იმისა, რომ „ოლიგარქი საკუთარი ძალაუფლებისა და ფულის შენარჩუნებისთვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს წირავს“.

„ეს კაცი რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა და ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენი თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის სწორედ მისი მსგავსი მსგავსი ადამიანის ძალაუფლებაში დარჩენა წარმოადგენს.

ამიტომაა თითოეული ხმა მნიშვნელოვანი, ასეთი პიროვნების დამარცხებას ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან მისი საარჩევნოდ წალეკვა სჭირდება“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა