თეგებით ძიება

მეგობრებო რა დროს სოციალური დაპირებები და ფერადი კლიპებია! საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია!- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია!

მეგობრებო რა დროს სოციალური დაპირებები და ფერადი კლიპებია! 

ჩვენ ხომ სინამდვილეში სამშობლოს ვკარგავთ, დიდი უბედურება გვემუქრება თუ 26-ში ყველანი არ დავირაზმეთ და არ მივედით საარჩევნო უბნებში, ჩვენ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ, არა მხოლოდ ქვეყანა მკვეთრად გაღარიბდება, არამედ ის საერთოდ აღარ გვექნება და რუსეთის ჩვეულებრივი ნაწილი გავხდებით.

ამიტომ დაპირებებში კი ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, მივიყვანოთ ყველამ ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებთან და ასე ერთიანობით გადავარჩინოთ საქართველო.

მოვუწოდებ ყველა პარტიას და აქტიურ ადამიანს დავეხმაროთ თბილისში მყოფ რეგიონებიდან ჩამოსული ამომრჩევლების თავისი რეგისტრაციის უბნებზე ტრანსპორტირებაში, ავტობუსებით და თუ ავტობუსებს დაბლოკავენ, კერძო მანქანებით, თითოეული ხმის დაკარგვა სასიკვდილო საშიშროებას შეიცავს, მხოლოდ სრული მობილიზაციაა გამოსავალი! - წერს სააკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა