თეგებით ძიება

ჩრდილოეთ კორეის ჯარების უკრაინაში გაგზავნა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს - ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. 

"მე ვიცი პუტინის ხასიათი და ის არასდროს ეცდება, დაარწმუნოს სხვა ქვეყანა, რომ თავისი სამხედროები ჩარიოს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სპეციალურ ოპერაციაში“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ჟურნალისტის კიუთვაზე, რას ნიშნავს, თუ ჩრდილოეთკორეელი სამხედროების ომში ჩართვის ფაქტი დადასტურდება, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ ეს ომის ესკალაციას გამოიწვევს.

"კონფლიქტის ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ ხაზზე იქნებიან რომელიმე ქვეყნის სამხედროები, თუნდაც ბელარუსის. თუნდაც ჩვენ რომ ჩავერთოთ ომში, ეს იქნება გზა ესკალაციისკენ. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ, ანგლოსაქსები მომენტალურად იტყვით, რომ სხვა ქვეყანა ჩაერთო და ნატოს ჯარები უკრაინაში განლაგდებიან“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. 

ხოლო კითხვაზე, უთხოვია თუ არა ოდესმე ვლადიმირ პუტინს მისთვის ბელარუსის ჯარების გაგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში? ლუკაშენკომ უპასუხა: „არასოდეს“.

"არც მას, არც ყოფილ თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და არც ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელოუსოვს არასდროს დაუყენებიათ ეს საკითხი“, - დასძინა ბელარუსის ლიდერმა.

ჟურნალისტმა ლუკაშენკოს, ასევე, ჰკითხა რუსეთის მიერ ბელორუსიაში განთავსებულ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე -  მზად არის პუტინი გამოიყენოს ეს იარაღი უკრაინის ომში? 

"პუტინი არასოდეს გამოიყენებს ბელორუსიაში განლაგებულ იარაღს ბელორუსის პრეზიდენტის თანხმობის გარეშე“, - განაცხადა ლუკაშენკო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა