თეგებით ძიება

BRICS-ის სამიტმა აჩვენა, რომ რუსეთის იზოლაციის გეგმა ჩავარდა - ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის დუმის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთი მიზიდულობის ადგილად იქცა და BRICS-ის სამიტმა აჩვენა, რომ მოსკოვის იზოლაციის გეგმა ჩავარდა. 

"ყაზანში BRICS-ის სამიტმა აჩვენა, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის გეგმა, იზოლაციაში მოექციათ რუსეთი, ჩავარდა. 36 ქვეყნის წარმომადგენელი ჩავიდა ყაზანში, რათა მონაწილეობა მიეღოთ BRICS-ის სამიტზე. რუსეთი ნამდვილად იქცა მიზიდულობის ადგილად“, - აცხადებს ვოლოდინი. 

მან აღნიშნა, რომ სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება.

"სამიტის მაღალ დონეს ადასტურებს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობა, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში“, - აღნიშნა ვოლოდინმა. 

ვოლოდინმა ასევე აღნიშნა, რომ BRICS-ის ქვეყნების ეკონომიკა დაჩქარებული ტემპით ვითარდება და სტაბილურობის დემონსტრირებას ახდენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა