თეგებით ძიება

“მოქალაქის ეზოში, დაშინების გზით, ფულის გამოძალვის მიზნით, ხელყუმბარა ისროლეს“ - შსს-მ ქვემო ქართლში 2 პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ორი პირი: 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ა. და 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ხ. დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გა­მო­ძალ­ვა­ში ჯგუ­ფუ­რად დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25 -181-ე, 236-ე და 187-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“მიმ­დი­ნა­რე წლის 22 ოქ­ტომ­ბერს, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქის ეზო­ში, და­ში­ნე­ბის გზით, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით, ხელ­ყუმ­ბა­რა ის­რო­ლეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და,რომ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტამ­დე და­ზა­რა­ლე­ბულს სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის და ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის მუ­ქა­რით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გა­დახ­და მოს­თხო­ვეს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ პი­რებს გა­მო­ძალ­ვა­ში დახ­მა­რე­ბას ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლი ს.ა.- და ი.ხ. უწევ­დნენ.

საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა