თეგებით ძიება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე პირის, მათ შორის პოლიტიკოს გიორგი ნონიაშვილის სახლში, ასევე ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში ჩხრეკას ატარებს - ბოლო ცნობები

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი რამ­დე­ნი­მე პი­რის, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კოს გი­ორ­გი ნო­ნი­აშ­ვი­ლის და მისი მე­უღ­ლის სოფო გე­ლა­ვას სახ­ლში ჩხრე­კას ატა­რებს, რო­მე­ლიც Atlantic Council-ის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

"ჩემ­თან სახ­ლში მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩხრე­კა - ამო­ღე­ბა. მი­აქვთ ოჯა­ხი­დან ყვე­ლა "დი­ვა­ი­სი“. ბავ­შვის ლეპ­ტო­პიც. ჩე­მიც. სა­ფუძ­ვე­ლი - Atlantic Council-თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლიც სო­ფოა [მე­უღ­ლე]”, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი ნო­ნი­აშ­ვი­ლი.

ჩხრე­კა მიმ­დი­ნა­რე­ობს Atlantic Council-ის კი­დევ ერთ თა­ნამ­შრომ­ლის, მკვლე­ვარ ეთო ბუ­ზი­აშ­ვი­ლის სახ­ლში. მის ბი­ნა­შიც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რია შე­სუ­ლი.

ჩხრე­კის შე­სა­ხებ ასე­ვე "ფე­ი­ბუქ­ზე“ წერს "სტენ­და­ფე­რი“ ონი­სე ცხა­და­ძე. მისი თქმით, ჩხრე­კა ჩა­ტარ­და მისი და მისი ძმის მიერ ნა­ქი­რა­ვებ ფარ­თში.

"ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია შე­მო­ვი­და დღეს ჩემ­თან და ჩემს ძმას­თან. "გა­რა­ჟის“ და­შე­ნე­ბა­ში გვაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი, მე ყვე­ლა ან­გა­რი­ში და­ყა­და­ღე­ბუ­ლი მაქვს, ჩემს ძმას ბან­კის ვა­ლე­ბი და ჩვენ­თან მო­ვი­და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, ჩა­ა­ტა­რეს ჩხრე­კა, ამო­ი­ღეს ყვე­ლა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კა (ერთი წლის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ლეპ­ტო­პიც) ჩემი ტე­ლე­ფო­ნის გარ­და. ოქმი იყო ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო. ყვე­ლა­ფერ­ზე ეწე­რა ამო­ღე­ბუ­ლია ლეპ­ტო­პი ყა­ვის­ფე­რი ჩან­თი­დან, რო­მე­ლიც იდო ია­ტაკ­ზე, ამო­ღე­ბუ­ლია ტე­ლე­ფო­ნი რო­მე­ლიც იდო ია­ტაკ­ზე... ყვე­ლა­ფე­რი ია­ტაკ­ზე იდო. მა­გი­და და კა­რა­და არ გვაქვს სახ­ლში და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია დაგ­ვად­გა, თან ისეთ ად­გი­ლას ვცხოვ­რობთ, ჩვენ თვი­თონ ძლივს ვაგ­ნებთ და ამათ სა­ი­დან გა­ი­გეს, სად ვცხოვ­რობთ არ ვიცი, თან­და­თან გა­ვიხ­სე­ნებ კი­დევ“, - წერს ონი­სე ცხა­და­ძე.

გარ­და ამი­სა, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ თბი­ლის­ში, ვაკე პლა­ზა­ში მდე­ბა­რე ამე­რი­კულ კომ­პა­ნია Concentrix Georgia-ში . „ფორ­მუ­ლას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ წუ­თებ­ში, 3 სარ­თულ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩხრე­კა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, Concentrix Georgia-ს თა­ნამ­შრომ­ლებს უთხრეს, რომ დღეს სა­მუ­შაო პრო­ცე­სი არ იქ­ნე­ბა, კომ­პა­ნი­ა­ში მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა