„ფიფამ“ ეროვნული ნაკრებების რეიტინგი განაახლა - შეძლო თუ არა საქართველომ პოზიციის შენარჩუნება?
ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიფამ რეიტინგი განაახლა.
რეიტინგში საქართველოს ნაკრებს მცირე უკუსვლა აქვს და 66-იდან 67-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ეს, თვეების განმავლობაში პირველი შემთხვევაა.
ოქტომბერში ვილი სანიოლის გუნდი უკრაინისა და ალბანეთის წინააღმდეგ მატჩებში მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ფიფას რეიტინგში 12.66 ქულა დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ეროვნულ ნაკრებს რეიტინგში პერმანენტული წინსვლა ჰქონდა.