ჩამოვედი საქართველოში დამკვირვებლად, ინციდენტები უკვე აეროპორტში დაიწყო - გონჩარენკო
"ახლახან ჩამოვედი საქართველოში, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი... ინციდენტები აეროპორტშივე დაიწყო", - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში შემოსვლისთანავე პრობლემები შეექმნა.
"ახლახან ჩამოვედი საქართველოში. დელეგირებული ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ხვალ დაგეგმილ არჩევნებზე. ინციდენტები აეროპორტშივე დაიწყო. აღმოჩნდა, რომ პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებას ექვემდებარება. ჩვენ პასპორტის კონტროლზე სხვა მგზავრებზე მეტხანს გაგვაჩერეს", - წერს ოლექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში.