„ჩვენ გადავდივართ ქუჩაში ბრძოლაზე” – ელენე ხოშტარია
„ჩვენ გადავდივართ ქუჩაში ბრძოლაზე. ეს იქნება საერთო ეროვნული ბრძოლა, პროტესტი”, – ასე ეხმაურება კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ცესკოს წინასწარ მონაცემებს.
“ჩვენ ვალდებულნი ვართ ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი და ამის დათმობას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა ხოშტარიამ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნება” 53,028 %-ით ლიდერობს.