თეგებით ძიება

"წვდომა გვქონდა ყველაფერზე, ყველა ინფორმაციაზე, ტექნოლოგიების დანერგვისას გამოყენებული იყო საუკეთესო პრაქტიკა" - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დირექტორი

საერთაშორისო დამკვებებოდა მეორე ჯგუფმა საზოგადოებასა და ქართულ მედიას ანგარიში სასტუმრო "ბილტმორში" ჩააბარა. შეკრებილებმა ყურადღება ახალი ელექტრონული სისტემით ჩატარებულ კენჭისყრაზე გაამახვილეს, რომელმაც, მათი შეფასებით, გაამართლა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" დირექტორის, ედუარდ ალბერტოს განცხადებით, პროცესი მარტივად წარიმართა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მომზადების მაღალი დონე იყო.

"ჩვენი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ძალიან პროდუქტიული დღის წესრიგი გვქონდა. შევხვდით ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს. შევხვდით ცესკო-ს წარმომადგენლებს, ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც ტექნიკურ მომსახურებას უწევენ ელექტრონული საარჩევნო სისტემის მუშაობას. შევხვდით არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მოვისმინეთ ბევრი პოზიცია არსებული ვითარების შესახებ. ჩვენი მისიის უმთავრესი ამოცანაა ძირითადი დასკვნის წარდგენა. იმ ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში იყო დანერგილი. ჩვენი წინასწარი დასკვნაა, ჩვენ წვდომა გვქონდა ყველაფერზე, ყველა ინფორმაციაზე, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. ჩვენ გავაანალიზეთ ინფორმაცია, ვიცით, რომ ამ ტექნოლოგიების დანერგვისას გამოყენებული იყო არსებული საუკეთესო პრაქტიკა. გუშინ 11 საარჩევნო უბანზე ვიყავით თბილისში, დავაკვირდით საარჩევნო უბნების გახსნას. პროცესი მარტივად წარიმართა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მომზადების მაღალი დონე იყო. პროცესში ჩართული ადამიანები კარგად იყვნენ მომზადებულნი. დღის ბოლოს დავესწარით უბნების დახურვას, რაც ასევე მარტივად წარიმართა", - განაცხადა ედუარდ ალბერტომ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა