ახლა მოგიწევს შენით ადგე და დატოვო ოთახი - ილია თოფურია რუს ჟურნალისტს
აბუ-დაბიში, UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი გათიშა და საჩემპიონო ქამრის დაცვა მოახერხა.
ქართველმა მებრძოლმა გამარჯვების შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა, რა დროსაც რუსი ჟურნალისტის მიერ უტაქტო კითხვის დასმამ ილიას გაღიზიანება გამოიწვია:
გთავაზობთ ილია თოფურიასა და რუს ჟურნალისტის დიალოგს:
რუსი ჟურნალისტი: “გილოცავ ტიტულს, სანამ ტიტულს მოიგებდი, ინტერვიუ გქონდა, სადაც შეეხე კავკასიელებისთვის საკრალურ თემას - ქუჩას. შენ თქვი, რომ მახაჩევი ქუჩაში რომ შეგხვდეს,მას საავადმყოფო დასჭირდება. ჩემი კითხვა შემდეგშია: შენ დაიბადე გერმანიაში, 15 წლის ასაკში გადახვედი ესპანეთში, რა იცი შენ ქუჩაზე?”
ილია თოფურია: “ვინ მოიყვანა ეს აქ? ვინ ხარ ბიჭო შენ?”
რუსი ჟურნალისტი: “ინგლისურად ისაუბრე”
ილია თოფურია: “ქართულად დაიჭირე ტრადუქტორი (მთარგმნელი), გადაუთარგმნეთ რა"
ქართველი ჟურნალისტი რუს ჟურნალისტს: “ილიამ თქვა ვინ მოიყვანა ეს აქო”
რუსი ჟურნალისტი: “მე აქ ჩემით მოვედი”
ილია რუს ჟურნალისტს: “ხოდა, ახლა მოგიწევს შენით ადგე და დატოვო ოთახი”