თეგებით ძიება

„დღეს 17:00-ზე გავაკეთებ ლაივს, სადაც წარმოვადგენ საარჩევნო დარღვევების ამსახველ მტკიცებულებებს“ - ნათია მეზვრიშვილი

„არანაირი დანებება, მე პირადად ამ საქმეს მივყვები ბოლომდე!“ - პარტია „საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი საარჩევნო დარღვევების ამსახველი მტკიცებულებების გასაჯაროებას აანონსებს:

დღეს 17:00-ზე გავაკეთებ ლაივს, სადაც წარმოვადგენ საარჩევნო დარღვევების ამსახველ მტკიცებულებებს, რომელსაც თვეებია ვაგროვებთ და ვუგზავნით ყველა სადამკვირვებლო მისიას. არც ერთი ბრალდება არ გაგვიჟღერებია ჰაერზე. ყველაფრის უკან დგას მოწმეების გამოკითხვები, ფოტოები, ვიდეო-მასალა. ყველა დარღვევაზე განცხადება შეტანილია საგამოძიებო ორგანოში და გაჩვენებთ, როგორ არ მოახდინეს რეაგირება. უმოქმედობის პირობებში პრაქტიკულად მინი გამოძიებებს ვაწარმოებდი. ამ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე. 

მოგიწოდებთ ყველას, გააკეთოთ იგივე. ამ არჩევნების გაყალბება „ოცნებას“ არ უნდა შერჩეს. თითოეული მოქალაქის არჩევანია დასაცავი. 

არანაირი დანებება, მე პირადად ამ საქმეს მივყვები ბოლომდე! - წერს ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა