ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით - გიორგი გახარია
ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველებზე ზეწოლასა და დაშინებას იმისთვის, რომ მომხდარიყო არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა - აცხადებს გიორგი გახარია საპარლამენტო არჩევნებზე და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებზე საუბრისას.
"დღეს, ამ წუთებში ჩვენ ვიბრძვით ყველგან მოქალაქეების ნების დასაცავად. ვიბრძვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიბრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივად, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება იყოს დადასტურებული ობიექტურად. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, ეს არ არის მხოლოდ აღქმები, ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას... მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ახლა არ არის უიმედობის დრო ახლა არის თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით." თქვა გახარიამ.