ეს არის გზა ქვეყნის ბელორუსიზაციისკენ! ჩვენ ამას არ დავუშვებთ! - შალვა ნათელაშვილი
ეს თუ შერჩათ, მაშინ ქვეყანაში არჩევნებს არასდროს აზრი არ ექნება! - „ლეიბორისტული პატიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას არასოდეს შეეგუება.
„არჩევნების გაყალბებით რუსეთმა:
გააჩინა ადამიანებს შორის ერთმანეთის მიმართ უნდობლობა❗️
ივანიშვილის ხელით გააღრმავა დაპირისპირება ქართველებს შორის, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებს შორის❗️
გააღრმავა ნიჰილიზმი და უიმედობა❗️
ხალხს დაუკარგა რწმენა ცვლილებების❗️
ეს მათი დიდი გეგმის ნაწილია, ფსიქოლოგიურად დაანგრიონ ჩვენი ცნობიერება❗️
მათ უნდათ რომ ისევ ერთმანეთის დადანაშაულება დავიწყოთ, რომ ვითომ არ ვვარგივართ, რომ ვითომ ხალხია ასეთი ქვეყანაში და ვერაფერს შეცვლი, რომ ხელი ჩავიქნიოთ❗️
გაყალბების სქემა რუსეთის სპეც-სამსახურების მიერაა დაგემილი და გახორციელებული❗️
ეს არის გზა ქვეყნის ბელორუსიზაციისკენ❗️
ეს თუ შერჩათ, მაშინ ქვეყანაში არჩევნებს არასდროს აზრი არ ექნება❗️
ეს თუ შერჩათ, მაშინ არასდროს წავლენ❗️
ეს თუ შერჩათ, მაშინ დამთავრებულია ყველაფერი❗️
ჩვენ ამას არ დავუშვებთ - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.