თეგებით ძიება

ოცნებამ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები, იყო დაშინება, ზეწოლა - IRI-ს სადამკვირვებლო მისია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ერთ-ერთი ხელმძღვანელის მარგარეტა სედერფელტის თქმით, ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ თავისი კამპანიის გასაძლიერებლად სახელმწიფო რესურსები გამოიყენა.

მისი თქმით, იყო დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები. ის საუბრობს ცესკო-ს კომისიების დაკომპლექტებაზეც, რომელმაც არათანაბარი პირობები შექმნა და მის დამოუკიდებლობაზე კითხვები გააჩინა.

"ქართულმა ოცნებამ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კამპანიისთვის და ასევე, იმისთვის, რომ შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა. მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი. გარდა ამისა, ქართული ოცნება აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს, იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას, ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო სისტემატური თავდასხმა და ისინი მოითხოვნდნენ მმართველი პარტიის მხარდაჭერას. ასევე, ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ დაეშინებინათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები.

უნდა აღინიშნოს ცესკო-ს კომისიის შემადგენლობის საკითხი და უნდა აღინიშნოს ოპოზიციის მიერ თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის გაუქმება, ეს ცვლილებები ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის კუთხით საარჩევნო კომისიებში. ამ მიზეზების გამო კომისიების მიმართ ნდობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით ძალიან, ძალიან დაბალია", - თქვა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა