ჩვენს წარმომადგენელს ყელის გამოჭრით დაემუქრა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი - ნათია მეზვრიშვილი
პარტია „საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს:
გუშინ ჩვენს წარმომადგენელს, კრწანისის მე-16 უბანზე, ნიკოლოზ კატაპარიაშვილს ყელის გამოჭრით დაემუქრა თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ზაზა ოლქიაშვილი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ წარმომადგენელმა უბანზე გააპროტესტა საარჩევნო დარღვევა. რა თქმა უნდა, მივმართეთ პოლიციას. რა თქმა უნდა, რეაგირება არ ყოფილა - წერს ნათია მეზვრიშვილი.