თეგებით ძიება

ამომრჩევლების აღრიცხვა ქმნიდა ზეწოლის კლიმატს და შეგრძნება იყო, რომ "დიდი ძმა გვიყურებს" - ეუთო/ოდირის დამკვირვებელი

"დაკვირვების დროს, ჩვენ შევამჩნიეთ შემთხვევები, როცა ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ორმაგად ხმის მიცემა კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს, განსაკუთრებით სოფლად " - ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წევრმა რუმინელმა დეპუტატმა იულიან ბულაიმ არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა: 

"ორი სამყარო არსებობდა - ერთი საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მიცემის პროცესი იყო კარგად ადმინისტრირებული,  ხოლო მეორე სამყარო ეს იყო- საარჩევნო უბნებს გარეთ. მმართველი პარტიის კამერების არსებობა საარჩევნო უბნების წინ და ამომრჩევლების აღრიცხვა ქმნიდა ზეწოლის კლიმატს და პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება , შეგრძნება იყო ისეთი, რომ დიდი ძმა გვიყურებს..არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები პროცესის დროს, ძირს უთხრის მისი შედეგების დამაჯერებლობასა და სამართლიანობას " აღნიშნავს დამკვირვებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა