თეგებით ძიება

არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, რადგან მრავალმხრივი მანიპულაციის შედეგებია ასახული ბიულეტენებში - თამარ კორძაია

„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, რადგან მრავალმხრივი მანიპულაციის შედეგებია ასახული ბიულეტენებში და ოლქებში. სიების პრობლემა, გაორების პრობლემა, პირადობის მოწმობების პრობლემა და ის, რომ მარკირება არ ხორციელდებოდა, ჯამში იძლევა მასობრივი მანიპულაციების საშუალებებს.“ - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ღამის განმავლობაში აანალიზებდა უბნებზე არსებულ შედეგებს და ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს შედეგები არის მრავალმხრივი, სხვადასხვა საშუალებებით მანიპულაციებით მიღწეული შედეგები, ანუ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, რადგან მრავალმხრივი მანიპულაციის შედეგებია ასახული ბიულეტენებში და ოლქებში. პირველი და მთავარი, რაც გუშინ გამოვლინდა მასიურად, ეს იყო საარჩევნო უფლების განხორციელების შემთხვევაში ფუნდამენტური უფლების, ფარულობის დარღვევა, ფარულობის დარღვევის შემთხვევაში ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ამომრჩეველს ჰქონდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ყველა ადამიანი ამბობდა იმას, რომ ბიულეტენიდან ჩანდა ხმის მიცემის ფაქტი , ანუ გადაბრუნებულ ბიულეტენზე ჩანდა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, ეს იყო მაისური და ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაკეთების შესაძლებლობა.

რაც შეეხება ახალი სისტემით არჩევნების ჩატარებას, პირველი და მთავარი - ვერიფიკაციის აპარატებში არსებული საარჩევნო სიები, არ იყო გამჭვირვალე. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა ამ სიებზე დაკვირვების და გაორების გადამოწმების. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან ფართო შესაძლებლობა, მაშინ, როდესაც არც დამკვირვებელს, არც წარმომადგენელს, არავის არ ჰქონდა შესაძლებლობა სიების გადამოწმების, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გაორებები მოეხდინათ სიებში და ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვცეს წვდომა როგორც ვერიფიკაციის აპარატებზე, ასევე ვერიფიკაციის დამადასტურებენ ქვითრებზე, რომლებიც არის დალუქული და ინახება ცესკოში, რადგან ერთად გზა, რომლითაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავამტკიცოთ მასობრივი გაყალბებები, ეს არის ამ დოკუმენტაციის გადამოწმება." - განაცხადა თამარ კორძაიამ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა