ქვეყნები, სადაც 2024 წელს უმუშევრობის ყველაზე დაბალი/მაღალი მაჩვენებელია
ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ სად არის ყველაზე რთული სამსახურის შოვნა? ან სად გექნებათ მეტი შანსი, რომ თქვენთვის სასურველი ვაკანსია იპოვოთ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღოთ?
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ მხრივ რიგ ქვეყნებში სასიკეთო ცვლილებები შეინიშნება.
World Economic Outlook-ი კი დასაქმებასთან დაკავშირებით რეიტინგს აქვეყნებს.
წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, სადაც უმუშევრობის ყველაზე დაბალი და მაღალი მაჩვენებლებია 2024 წლის მონაცემებით.
უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით:
სუდანი: 49.9%
World Economic Outlook -ის მონაცემებით, სუდანს მსოფლიოში ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს. აპრილში სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი უმუშევარი იყო.
მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ იზრდება, მაშინ სუდანის სამოქალაქო ომის შედეგად, უმუშევრობამ 22.1% შეადგინა. კონფლიქტმა შეცვალა ეკონომიკა და, შესაბამისად, ქვეყნის სამუშაო ბაზარი.
სამხრეთ აფრიკა: 33.5%
სამხრეთ აფრიკაში სამუშაო ძალის მესამედზე მეტი დაუსაქმებელია.
პროგნოზის მიხედვით, თუ ტენდენცია გაგრძელდა, 2029 წლისთვის ეს მაჩვენებელი 35%-მდე გაიზრდება. მიზეზებს შორისაა დაბალი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების ნაკლებობა, განათლების სუსტი სისტემა და ა.შ.
კოლუმბია: 29.9%
კოლუმბიაში უმუშევრობის მაჩვენებელი შედარებით მაღალია, თუმცა ბოლო წლებში დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებს.
საინფორმაციო ვებსაიტის ColombiaOne-ის ცნობით, არსებული პრობლემები ქვეყანაში არაფორმალური სამუშაოს მაღალი პროპორციის გამო არსებობს.
ხელოვნების, გართობის, მანქანებით ვაჭრობისა და კვების სერვისების სექტორები არაფორმალურად ასაქმებენ პირებს.
უკრაინა: 14.5%
ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ არის უკრაინაში უმუშევრობის ასეთი მაღალი დონე. რეიტინგში 14,5%-ით, მონაცემი მნიშვნელოვნად აღემატება პანდემიამდე დაფიქსირებულ 8,5%-ს.
რასაკვირველია, რუსეთის შეჭრამ ქვეყანაში ძლიერ შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკა და შრომის ბაზარი.
ესპანეთი: 11.6%
აპრილში ესპანეთში უმუშევრობის დონემ 11,6% შეადგინა. ეს შედარებით გაუმჯობესებულია პანდემიამდელ დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით - 2019 წელს სამუშაო ძალის 14.1% იყო უმუშევარი.
ესპანური გაზეთის El País-ის თანახმად, მაღალი მაჩვენებლის მიზეზები კომპლექსურია და მოიცავს დაბალი პროდუქტიულობის მცირე ბიზნესის სიმრავლეს.
უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით:
ტაილანდი: 1.1%
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიზით, 1.1%-ით, ტაილანდს აქვს უმუშევრობის ყველაზე დაბალი ოფიციალური მაჩვენებელი.
ქვეყანაში მუშახელი ძალიან იაფია, ამიტომ ტაილანდის დამსაქმებლები დიდი ოდენობით მუშახელს ასაქმებენ.
სინგაპური: 1.9%
სინგაპურის უმუშევრობის დონე საკმაოდ დაბალია - 4.6%. თუმცა, 2019 წელს უმუშევრობის დონე 2.3% იყო.
ქალაქ-სახელმწიფოს მჭიდრო შრომის ბაზარი და უმუშევრობის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორს მივაწეროთ. ეს მოიცავს მცირე და ხანდაზმულ მოსახლეობას, დივერსიფიცირებულ ეკონომიკას, უამრავ სახელმწიფო ინვესტიციას განათლებასა და ტრენინგში და სხვა.
შვეიცარია: 2.3%
შვეიცარიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი უმუშევრობის დონე ევროპაში.
მაჩვენებელი დაბალია მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის, ნახევარ განაკვეთზე არსებული სამუშაოების დიდი წილი და მზარდი სამუშაო ბაზარი.
იაპონია: 2.5%
გლობალური ტენდენციის ასახვით, იაპონიაში უმუშევრობის დონე მეტ-ნაკლებად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს.
თუმცა, ქვეყანა ამჟამად განიცდის მუშახელის დეფიციტს. ვაკანსიების შესავსებად საკმარისი ხალხი უბრალოდ, არ არის და მოსალოდნელია, რომ სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდება უახლოეს წლებში.
ამასთან, BBC-ის ცნობით, ფირმები სარგებლობენ ხელოვნური ინტელექტისა და მოწინავე რობოტიკით, რათა შეავსონ დანაკლისი.
მექსიკა: 2.8%
მექსიკა დიდი ხანია ამაყობს უმუშევრობის ძალიან დაბალი მაჩვენებლით - და ის კიდევ იკლებს.
აპრილში დაფიქსირებული 2.8% არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2001 წლის შემდეგ.
ეკონომისტი ლუის მონროი-გომეს-ფრანკო ქვეყნის დაბალ განაკვეთს მექსიკის შრომის ბაზარზე არსებულ სამ მახასიათებელს უკავშირებს: იაფი მუშახელი, დიდი არაფორმალური სამუშაო ბაზრის არსებობა და უმუშევრობის შეღავათების ნაკლებობა.