თეგებით ძიება

ეუთო/ოდირის პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

ალბათ თვალს ყურა ადევნებდით პრესკონფერენციას, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა და ამ პრესკონფერენციამ ცხადყო რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

„პირიქით, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ეს იყო კონკრეტული არჩევნები და საერთო შეფასება ასახვას იმ მოცემულობას, რომ არჩევნები ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში იყო საარჩევნო პრინციპებთან. გარდა ამისა, ხაგზასმით უნდა აღინიშნოს, რომ მომხსენებლები იყენებოდნენ კონკრეტულ ტერმინებს, ისინი საუბრობდნენ - ვციტირებ „გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე“, რაც ნიშნავს, არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა