თეგებით ძიება

„ოპოზიცია სიებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ვერ ჩახსნის“ - ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ სიების ჩახსნის შესაძლებლობის სამართლებრივ მხარეზე წერს.

„ოპოზიცია სიებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ვერ ჩახსნის.კანონით სიების ჩახსნა შესაძლებელია (1) არჩევნებამდე ან (2) პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.პირველი ვადა გასულია, რაც შეეხება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი იწყებს მუშაობას, ოპოზიციონერი დეპუტატები უკვე პარლამენტის წევრები არიან და მხოლოდ სიის ის წევრები შეუძლიათ ჩახსნან, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ.აქვე ერთი რჩევა: ავტორიტარულ სისტემაში კანონი არ კანონობს და ლეგალურ არგუმენტებს ნუ ეძებთ.“ - წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა