საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღარ ჰყავს - მამუკა მდინარაძე
"საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღარ ჰყავს, საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხტარი აწ უკვე ლიდერი, რომელიც არის მთავარი კოორდინატორი აგენტურული პარტიების" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა გიორგი გახარიაზე და აღნიშნა, გახარია "ნაცმოძრაობის" და აგენტურული პარტიების ერთ-ერთი ნაწილია.
"საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღარ ჰყავს, საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხდარი აწ უკვე ლიდერი, რომელიც არის მთავარი კოორდინატორი აგენტურული პარტიების.
ახლა, ვინც გახარიას მისცა ხმა, იმ ხალხს მივმართავ, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, ამომრჩეველს ალბათ ზედმეტი არ უნდა უსაყვედურო არაფერი, უბრალოდ მივმართავ, გახარიას, "ლელოს" ამომრჩეველსაც. გახარიას ამომრჩეველია სხვათაშორის ის, რომელის მინიმუმ 1/3 ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს და შედის შემდეგ, გახარიას აფერადებს, ეგზიტპოლსაც კი ასე ეუბნება, მათ მივმართავ - "ნაცი" რომ არ გეგონათ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი რომ გგონიათ დღემდე, ამ პარტიას ოთხეულში, არჩევნებამდე დღეები და კვირებით ადრე ასახელებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მაინც ვერ დაიჯერეთ, რომ გაექცა ერთხელ, მერე უკან აღარ დაიხია და ოთხეული, ოთხეული იძახა. ჩვენც არაერთხელ შევნიშნეთ, მაინც ვერ დაიჯერეთ, რომ ეს კაცი „ნაცმოძრაობის“ და აგენტურული პარტიების ერთ-ერთი ნაწილი იყო და აგერ გააკეთა ის, რომ ის ცდომილება, რაც წინასწარ მონაცემებში და საბოლოო შედეგში იყო, გახარიას ხარჯზეა ძირითადად. ხომ ყველა დარწმუნდა ამაში?!
შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ოთხივე პარტიის ლიდერები, არიან აგენტურული კოალიციის წარმომადგენლები, რომელთა კოორდინატორად დანიშნულია სალომე ზურაბიშვილი და არავითარი პრეზიდენტი", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.