ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.
სალომე ზურაბიშვილთან უკვე მივიდნენ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში არიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია, „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ცქიტიშვილიც.
როგორც ცნობილია, 21:00-ზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგსაც გამართავს.
ინტერპრესნიუსი