ოპოზიციამ პარლამენტში არ შევალთო, ნუ შემოვლენ, სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცული, რა საბოტაჟსაც წლებია, ახორციელებენ - მამუკა მდინარაძე
არ შევალთო პარლამენტშიო, ნუ შემოვლენ, მათ მოვუწოდებ, ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს. სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცული, რა საბოტაჟსაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებენ, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრების განცხადებებს.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმუშავებს სამშობლოსთვის და არ დაუშვებს, რომ აგენტურამ ამ ქვეყნის საბოტაჟი განახორციელოს.
„ვურჩევ, საერთოდ ჩახსნან სიები, რომ მართლა „პუფები“ არ გახდნენ და თავისი სიტყვები უკან არ და ვერ წაიღონ. ჩახსნან სიები, რაც უნდათ, ის გააკეთონ. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი სამშობლოსთვის და არ დავუშვებთ, აგენტურამ ამ ქვეყნის საბოტაჟი განახორციელოს. ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.