თეგებით ძიება

არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ამაზე კითხვაც არ უნდა დაისვას - გიორგი ვაშაძე

ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვაღიარებთ შედეგებს, მზად ვართ ყველა მოქმედებისთვის, ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, პრეზიდენტთან კონსულტაციები გაგრძელდება.

„როგორც იცით, ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვაღიარებთ შედეგებს, ჩვენ მზად ვართ ყველა მოქმედებისთვის, ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს, რომ სიები ჩვენი მხრიდან არ არსებობს, ამაზე კითხვაც რომ არ დაისვას. არც კი გვიფიქრია სხვა ალტერნატივა, გუშინ როგორც კი განცხადება გავაკეთეთ, ეს ნიშნავს, რომ ამ პარლამენტში არც შესვლა და არც სია არ იარსებებს. ცხრა საათზე პრეზიდენტი აპირებს განცხადების გაკეთებას. გვჭირდება პროტესტი, მჯერა, გვექნება სრული მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა