თეგებით ძიება

კოლიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს - ალეკო ელისაშვილი

 კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ კოალიციაში არავინ აპირებს საპარლამენტო მანდატით ისარგებლოს. 

"ჩვენ ყველას წაგვართვეს არჩევანი, ჩაგვიტარეს არა არჩევნები, არამედ, რაღაც რუსული სპეცოპერაცია. არ ვაღიარებთ ამ სისაძაგლეს, რასაც არჩევნები დაარქვეს. პრეზიდენტთან მოვედით, რომ აზრები გავცვალოთ და სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ. ახლა მოქმედება გვჭირდება. კოლიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს“ - ამბობს ელისაშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა