უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დაღუპული მამუკა კეკელიაა. ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში კეკელიას მეგობრები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ომს უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.