ქართველმა ხალხმა გუშინ დემოკრატია მიიღო, ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ქართველმა ხალხმა გუშინ დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ“, - წერს ბლინკენი X-ზე.
The Georgian people embraced democracy yesterday. Now Georgia’s political leaders must respect the rule of law, repeal legislation that undermines fundamental freedoms, address deficiencies in the electoral process, and move Georgia toward its Euro-Atlantic future. — Secretary Antony Blinken (@SecBlinken) October 28, 2024