თეგებით ძიება

“შეგახსენებთ საფრანგეთის მოქალაქეს, საქართველო საფრანგეთზე უძველესია“ - მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილს კითხვით მიმართავს

“სი­სუ­ლე­ლეა იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ევ­რო­კავ­შირს შე­უძ­ლია ვინ­მეს “ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი“ მის­ცეს“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი წა­არ­თვას.

“ვა­შინგტონ­მა ახ­ლა­ხან წა­არ­თვა “ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი“ ევ­რო­კავ­შირს, სტა­ბი­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის წყა­როს ჩა­მორ­თმე­ვით, ეკო­ნო­მი­კის რღვე­ვით, მა­ნამ­დე კი არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რან­ტე­ბით დატ­ბორ­ვით, რომ­ლე­ბიც, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში ამე­რი­კუ­ლი ავან­ტი­უ­რე­ბის გამო მი­ლი­ო­ნო­ბით შე­ე­დი­ნე­ბა ევ­რო­პა­ში. ამი­ტომ, იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ევ­რო­კავ­შირს შე­უძ­ლია სხვას “ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი“ მი­ა­ნი­ჭოს, უბ­რა­ლოდ სი­სუ­ლე­ლეა“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ხა­რო­ვამ.

რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს კი­თხვით მი­მარ­თავს:

“სხვა­თა შო­რის, კი­თხვა მაქვს ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან: რა­ტომ არის ქარ­თუ­ლი მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პულ­ზე უა­რე­სი? სა­ქარ­თვე­ლო - შე­გახ­სე­ნებთ საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეს, საფ­რან­გეთ­ზე უძ­ვე­ლე­სია“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა