თეგებით ძიება

გვაქვს ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს, რომლის მიხედვითაც მიდის მძიმე ზეწოლა ISFED-ის ხელმძღვანელზე. - მამუკა მდინარაძე

გვაქვს ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს, რომლის მიხედვითაც მიდის მძიმე ზეწოლა ISFED-ის ხელმძღვანელზე. ლოგიკა იმას გვკარნახობს, რომ ეს შეიძლება იყოს მართალი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ISFED-მა არ იცის გაასაჯაროებენ თუ არა არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს და რატომ სჭირდება ამდენი დრო.

"ჩვენ 100%-იანი ინფორმაცია, გულწრფელად გეტყვით, არ გვაქვს. გვაქვს ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს, რომლის მიხედვითაც მიდის მძიმე ზეწოლა ISFED-ის ხელმძღვანელზე. ლოგიკა იმას გვკარნახობს, რომ ეს შეიძლება იყოს მართალი იქიდან გამომდინარე, რომ დღე ნახევარი გავიდა. წინა შემთხვევაში, გაყალბებული მონაცემები თუ გამოაქვეყნეს ოთხ საათში, დღე ნახევარი პარალელური ხმის დათვლის გამოქვეყნებას რად უნდა?! გუშინ უკვე თქვეს თან, რომ შეესაბამებაო [ცესკო-ს მონაცემებს]. ცესკო-მ საათ ნახევარი დააგვიანაო [შედეგების გამოქვეყნება] და ჩამოაქციეს ქვეყანა, რევოლუციას აწყობდნენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა