ჩვენი პარტია "ოცნების" არელეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. წერტილი - გიორგი გახარია
ჩვენი პარტია ოცნების არელეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. წერტილი, - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.
მედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, გახარიას პარტიის წევრები გეგმავენ თუ არა პარლამენტში შესვლას.
ინფორმაციისთვის, დღეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელსაც გახარიას პარტიის წევრებიც უერთდებიან.