თეგებით ძიება

დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების .. ჩვენ ერთად ვართ, არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს - პრეზიდენტი

ჩვენ ერთად ვართ, არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს ამ დღეში - ასე მიმართა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

„ჩვენ ერთად ვართ, არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს ამ დღეში. ერთად ვართ და ერთად, ძალიან მშვიდობიანად, როგორც დღეს ხართ, დავიცავთ იმას, რაც არის ჩვენი, თქვენი კონსტიტუციური უფლება, რომ ხმა იყოს დაცული. სხვა ხალხს, როგორც სხვათა შორის, მე, არაფერი გვაქვს თუ არა ხმა. ხმა ხალხისა, ხმა ერისა, რომელიც უნდა აღვასრულოთ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების. დრო არის იმის, რომ ჩვენ ძალიან წყნარად, ძალიან შემართებით, მიზანმიმართულად დავიცავთ ჩვენი ხმა. დიასპორაში ასევე წართმეული იყო ხმების უზარმაზარი რაოდენობა. ის ხმები, რომელიც მივიდა უბნამდე, ნათლად აჩვენებს, სად არის ქართველი ხალხის ნება. აქ დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო, ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. მადლობა თქვენ ყველას იმ ყველაფრისთვის, რაც ამ დღეებში, წინა დღეებში გააკეთეთ და რასაც კიდევ ერთად გავაკეთებთ“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა