თეგებით ძიება

გპირდებით, ბოლომდე დავიცავთ თქვენს სიმწრით მოპოვებულ და მიცემულ ხმას - სოფო ჯაფარიძე

ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა არჩევნები მოიპარა, მაგრამ ის ვერასოდეს ვერ შეძლებს, ჩვენ მომავალი მოგვპაროს -  ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ რუსთაველის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"გპირდებით, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ თქვენს სიმწრით მოპოვებულ და მიცემულ ხმას" - მიმართა ჯაფარიძემ პარლამენტთან შეკრებილებს.

" მოგესალმებით, გამარჯვებულ ქართველო ხალხო, ყველაზე მებრძოლო, ყველაზე მამაცო, გამბედავო ადამიანებო, რომლებიც ვერ გაგტეხეს ვერ შეგაშინეს, ვერ მოგისყიდეს და დგახართ აქ ჩვენი ქვეყნის საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე. მივესალმები, ჩვენს უძვირფასეს ემიგრანტებს, ყველაზე ძლიერ ადამიანებს, რომლებიც ყველანაირად ეცადნენ, მათ შეუძლებელი შეძლეს დიდი მადლობა მათ.

გპირდებით, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ თქვენს სიმწრით მოპოვებულ და მიცემულ ხმას. ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა არჩევნები მოიპარა, მაგრამ ის ვერასოდეს ვერ შეძლებს, რომ ჩვენ მომავალი მოგვპაროს, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, იქამდე სანამ ქართველი ხალხი არ დაიბრუნებს საკუთარ ხმას, ნებას და არჩევანს. ჩვენ დასაცავი გვაქვს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილების მომავალი, რომსაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე დავიცავთ. ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი და ამ გამარჯვებას ჩვენ ძალიან მალე ვიზეიმებთ,როცა რუსულ ხელისუფლებას, რუსულ რეჟიმს მოვიშორებთ თავიდან. წინ გამარჯვებისკენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა