შვედეთი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას წყვეტს
შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას წყვეტს, - განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჟამინ დუსამ გააკეთა.
დუსა ამბობს, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვითარება საგანგაშო იყო და აღნიშნავს, რომ ამას საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები აძლიერებს.
დოუსას თქმით, თანამშრომლობა შესაძლოა მომავალშიც განახლდეს, თუ საქართველო კვლავ მიუახლოვდება ევროკავშირს.
შვედეთის დახმარება საქართველოსთვის შეადგენს დაახლოებით 200 მილიონ კრონს წელიწადში.