არსად წავალ, სანამ სამშობლოს გადარჩენისთვის საბოლოო ბრძოლას ბოლოში არ გავიყვანთ - შეგუებას და გაქცევას დამარცხება მირჩევნია - თამარ ჯაყელი
"ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს, ახლა თუ არ გავაკეთე ჩემი მაქსიმუმი. არსად წავალ, სანამ სამშობლოს გადარჩენისთვის საბოლოო ბრძოლას ბოლოში არ გავიყვანთ - შეგუებას და გაქცევას დამარცხება მირჩევნია“, - ამის შესახებ აქტივისტი, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
"„თუ ესეც წავაგეთ, მერე ჩავალაგებ ჩემოდანს და თავიდან დავიწყებ ცხოვრებას სადმე კარგ ქვეყანაში, უკეთეს პირობებში, უფრო უზრუნველი, მაგრამ სამშობლოდაკარგული.
იმედი მაქვს, ბევრს გიხილავთ რუსთაველზე. არ ვიცი რა გველის, მაგრამ თქვენთან ერთად ვიდგები მხარდამხარ, როგორც და რამდენი ხანიც იქნება საჭირო“, - წერს ჯაყელი Facebook-ზე.