თეგებით ძიება

საქართველოს მთავრობასთან გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რომ დავაჩქაროთ ევროპული ინტეგრაცია - პიტერ სიიარტო

საქართველოს მთავრობასთან გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რომ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და დავაჩქაროთ ევროპული ინტეგრაცია, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

"ევროპის 13 საგარეო საქმეთა მინისტრი ამ დრომდე ვერ ხვდება, რომ დემოკრატია ხალხის ნებაა, ისინი ამ დრომდე ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს მთავრობა არ ინიშნება ბრიუსელიდან, არამედ ირჩევა თავად ქართველი ხალხის მიერ. სამწუხაროდ, 13 საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლიბერალური მეინსტრიმის აზრით, ქვეყანაში დემოკრატია არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ლიბერალური პარტია იმარჯვებს.

ჩვენ უნგრეთში გარე თავდასხმის შედეგებს 14 წლის განმავლობაში ვაწყდებით. თუმცა ამოცანა იმაში არ მდგომარეობს, რომ ბრიუსელის მოლოდინები გამართლდეს, არამედ, რომ ხალხის ნება შესრულდეს. იგივე შეიძლება, ითქვას საქართველოს მთავრობაზეც, რომელთანაც ჩვენ მომავალში გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რომ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და დავაჩქაროთ ევროპული ინტეგრაცია.

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!“, – წერს პიტერ სიიარტო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა