თეგებით ძიება

"თუ იქნება წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ" - სერგეი ლავროვი

რუ­სუ­ლი მხა­რე მზა­დაა გა­ნი­ხი­ლოს შე­საძ­ლო წი­ნა­და­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ახლა არ გვაქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს წინა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შე­წყვი­ტა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მაგ­რამ ჩვენ და ქარ­თულ მხა­რეს გვაქვს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩო­ში ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­ხით“, - აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

მისი თქმით, რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი, რა თქმა უნდა, გა­ნი­ხი­ლა­ვენ წარ­მო­შო­ბილ სა­კი­თხებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

„თუ იქ­ნე­ბა რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი წი­ნა­და­დე­ბე­ბი ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი მე­ზობ­ლე­ბის­გან კონ­ტაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, გან­ვი­ხი­ლავთ, კონ­ტაქ­ტებს არას­დროს გავ­ქცე­ვი­ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა