თეგებით ძიება

ALDE-ს პარტია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ALDE-ს პარტიის პრეზიდენტი სვენა ჰანი და "ლიბერალური ინტერნაციონალის" პრეზიდენტი, ჰაკიმ ელ ჰაიტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ რომელშიც წერია, რომ უარყოფენ არჩევნების შედეგებს.

ამასთან, მათი თქმით, არჩევნების შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას.

"შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში გაურკვევლობისა და შიშის მძიმე ღრუბელი დატოვა. დაშინებისა და დარღვევების გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგი, როგორც ამას მინიმუმ ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშები ადასტურებს, ჩვენი აზრით, სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ წინასაარჩევნო პერიოდში და 26 ოქტომბერს არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების დიდი რაოდენობით. სადამკვირვებლო მისიების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა ამომრჩეველთა დაშინებითა და ზეწოლით, ხმების მოსყიდვით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევით და ხელისუფლების მიერ არაპროპორციულად დიდი სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის მათ სასარგებლოდ გამოყენებით.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

ჩვენ უარვყოფთ შედეგს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, დაშინებაზე და ქართული ოცნების მიერ დემოკრატიული სივრცის მიზანმიმართულად შეზღუდვაზე და ვაღიარებთ ქართველთა უმრავლესობის სურვილს გაჰყვეს ევროატლანტიკურ გზას და უარყოს რუსეთის მცოცავი გავლენა საკუთარ ქვეყანაში.

საქართველოს მოქალაქეებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო გზაზე ორიენტირებული მომავალი, რუსული გავლენისგან თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების სრული პატივისცემა – ამ მიმართულებით მათ ყოველთვის ექნებათ ლიბერალური ინტერნაციონალისა და ALDE პარტიის მხარდაჭერა", – ნათქვამია წერილში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა