მადლობას ვუხდით უნგრეთს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის - ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს
ჩვენ ირგვლივ დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოებია, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის, ეს ისტორიული ფაქტია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აკვირდება იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, „შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები და მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული“.
"დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. არ მინდოდა საქართველოში საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა, იმიტომ რომ ეს იქნებოდა აღქმული ჩარევის მცდელობად. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და შემდეგ ჩამოვედით თბილისში. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა პოზიტიური, თქვენ ხართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ. ჩვენ ირგვლივ დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოებია, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის, ეს ისტორიული ფაქტია, რომელიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობას პოზიტიური სახე აქვს, ხალხი ერთმანეთს აკვირდება და ეს განსაკუთრებული სიხარულის მომცემია. მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები და მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული, იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.