თეგებით ძიება

ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს და საქართველოს სტაბილურობასა და აყვავებას უსურვებს. მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვიმუშაოთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების მუდმივი განვითარებისთვის“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ძიანმა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ჩინეთმა და საქართველომ 2023 წლის 31 ივლისს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. მას შემდეგ ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. 2024 წლის მაისში გაირკვა, რომ ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი გახდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა