თეგებით ძიება

„ამ არჩევნებზე ერთადერთი კარგი, რაც მოხდა ისაა, რომ...“ - რას წერს მერაბ მეტრეველი?

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

„მე რამდენი ადამიანიც შემხვედრია ამ დღეებში, ვინც "ოცნებას" აძლევდა ხმას, ჩემს კითხვაზე: რატომ? - არავის უპასუხია, აბა, ომი გინდა?! აბა, ლგბტ გინდა?!

ყველა ისევ ერთ პასუხს მაძლევდა: აბა, ნაცი გინდა?! 

შეიძლება ვინმემ მისცა ხმა ომის შიშით, ან ლგბტ პროპაგანდის შიშით, მაგრამ 80 პროცენტი იმ ადამინებისა, ვინც თავისი ნებით აძლევს ხმას "ოცნებას", ამას ისევ და ისევ, 12 წლის მერეც კი, აკეთებს ნაცების სიძულვილით (და არა შიშით. შიში მანდ არაფერ შუაშია. სიძულვილი აქვთ.).

შესაბამისად, ამ არჩევნებზე ერთადერთი კარგი, რაც მოხდა ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან ვეღარ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა.

თუმცა მერე გეტყვიან, ის მეორე პარტია რა, ნაცები არ არიანო და ეს ქოც-ნაცობა არასდროს დასრულდება.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა