ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურესი ღონისძიებაა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - პუტინი
კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურესი ღონისძიებაა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
პუტინმა თქვა, რომ ეს არის მოსკოვის პრინციპული პოზიცია.
"ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ახალი შეიარაღების რბოლაში ჩაბმას, თუმცა შევინარჩუნებთ ბირთვულ ძალებს საჭირო დონეზე. მსოფლიოში მზარდი დაძაბულობა და ახალი გარე საფრთხეების გაჩენა თანამედროვე სტრატეგიული შემაკავებელი ძალების არსებობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. ამიტომ, მოსკოვი გააგრძელებს მათი ყველა კომპონენტის გაუმჯობესებას“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
გარდა ამისა, პუტინის თქმით, გრძელდება უახლესი ბირთვული წყალქვეშა კრეისერების დანერგვა საზღვაო ფლოტში, ასევე შორ მანძილზე მყოფი სტრატეგიული ბომბდამშენების მოდერნიზაცია.
ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა სტრატეგიული ბირთვული შემაკავებელი ძალების წვრთნა ჩაატარა.