თეგებით ძიება

მზაობაა რამდენიმე ქვეყნის, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება - მამუკა ხაზარაძე

"ვერავინ ვერავის წაართმევს ამ არჩევანს. თუ ეს გავატანეთ "ქართულ ოცნებას", მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ქვეყანას არ აქვს მომავალი იმიტომ, რომ ჩვენ ჩავრჩებით რუსულ ჭაობში", - განუცხადა "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა", მამუკა ხაზარაძემ "მთავარ არხს".

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა არჩევნების საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ამის მზაობა რამდენიმე ქვეყანამაც გამოთქვა.

"ბრძოლა და დაჟინებული სწრაფვა სიმართლის დასამტკიცებლად ყოველთვის არის ეფექტური. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. ევროპულმა ორიენტაციამ გაიმარჯვა. არჩევნები ოპოზიციამ მოიგო. ჩვენდა სამწუხაროდ და ქვეყნისდა სამწუხაროდ, მოხდა სერიოზული მიტაცება. ძალიან მარტივია ამის ამოხსნა, ძალიან გასაგებ ენაზე რომ ვთქვა ელექტრონული არჩევნები და აპარატზე ყურადღების გადატანა, რომ ის ელექტრონულია და კარგად ითვლის, ეს არის დიდი შეცდომა. ვინ ჩატვირთა ამ აპარატში და რა ჩაიტვირთა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ბაზა, რომელიც უნდა ვიცოდეთ ჩვენ და უნდა გაიხსნას ეს ბაზა იმიტომ, რომ ეს კარუსელი, რომელიც ჩაატარეს, პასპორტებით მისვლა და ნომრებით [პირადი] მისვლა, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ჩვენ ვითხოვთ და მზაობაა რამდენიმე ქვეყნის, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და ამას მოვითხოვთ ბოლომდე", - განაცხადა ხაზარაძემ.

პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერები ორბელიანების სასახლეში დღეს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიება და სამოქმედო გეგმა იყო.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ გაყალბების სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და მალე გასაჯაროვდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა