"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივს - ჩემო ერთგულო თანამებრძოლებო - სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეი სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და თანამოაზრეებს მრავალრიცხოვანი აქციების ორგანიზებისკენ მოუწოდებს:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივს
ჩემო ერთგულო თანამებრძოლებო
არჩევნები გაგვიყალბეს განსაკუთრებით ჩვენ!
ამავე დროს ძალიან ვამაყობ იმით თუ როგორ იბრძოლა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ჩვენმა პარტიამ.
ჩვენ მართლაც გვყავს უკიდურესად ბრძოლისუნარიანი ორგანიზაცია, რომელსაც შემოემატა ასევე ძალიან საინტერესო ახალგაზრდობა.
მეგობრებო მეორე მხარეს არის რუსული სისტემა, მაგრამ ბრძოლის ამ ახალ გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენი გამოცდილება ფასდაუდებელია და ჩვენი როლი უნდა იყოს ცენტრალური.
ახლა მხოლოდ უცხოეთის იმედზე ყოფნა შეცდომაა, ჩვენ უნდა გვქონდეს კოორდინაცია სხვა პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ მთავარია ორიენტირება ხალხზე და მრავალრიცხოვანი აქციების გადაუდებლად დაორგანიზებაზე - წერს სააკაშვილი.