თეგებით ძიება

მოპარული არჩევნების შემდეგ ყოველთვის მოდის მძიმე სანქციები, იზოლაცია და პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი, რომელიც რეჟიმს ასუსტებს“ - გიორგი ქადაგიძე

„მოპარული არჩევნების შემდეგ ყოველთვის მოდის მძიმე სანქციები, იზოლაცია და პოლიტიკურ/ეკონომიკური კრიზისი, რომელიც რეჟიმს ასუსტებს და საბოლოო ჯამში ორგანიზებული და ჭკვიანური შიდა პროტესტის პირობებში მას ჩამოშლის“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ წერს.

„ბევრი ნაცნობი და უცნობი მეკითხებოდა, თუ რა აზრი ჰქონდა არჩევნებზე წასვლას, რადგან ქართული ოცნება მაინც გააყალბებდა.ჩემი პასუხი ყოველთვის იყო, თუ არჩევნებზე არ წავიდოდით ივანიშვილი მარტივად გაიფორმებდა გამარჯვებას, ხოლო მაღალი აქტივობის პირობებში ოლიგარქს მოუწევდა არჩევნების მოპარვა, რაც მის იზოლაციას და კეთროვანებას ახალ დონეზე აიყვანდა.

მოპარული არჩევნების შემდეგ ყოველთვის მოდის მძიმე სანქციები, იზოლაცია და პოლიტიკურ/ეკონომიკური კრიზისი, რომელიც რეჟიმს ასუსტებს და საბოლოო ჯამში ორგანიზებული და ჭკვიანური შიდა პროტესტის პირობებში მას ჩამოშლის.ასეც მოხდა, ხალხმა თავის სიტყვა თქვა, ძალიან მაღალი აქტივობის პირობებში, რეჟიმს მოუწია ისეთი რიცხვების დაწერა, რომლის დაჯერება საღი აზრის ტესტი უფროა ვიდრე პოლიტიკური პოზიციის.

ამ მხრივ მოულოდნელი არაფერი მომხდარა, გავიარეთ კიდევ ერთი ეტაპი, როდესაც რეჟიმი ღიად და თავხედურად გვპარავს არჩევანის უფლებას და შესაბამისად ქვეყანას.ამ არჩევნებმა მოგვცა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, პროტესტის ლეგიტიმური მმართველი რგოლი, ოთხი ოპოზიციური ცენტრის სახით, რომელსაც პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვანი მაკონსოლიდირებელი ფაქტორი დაემატა.

დანარჩენი ჩვენზეა, შევეგუებით როგორ გვართმევენ თვალწინ ევროპულ პერსპექტივას, თუ შევძლებთ დავანახოთ განვითარებულ მსოფლიოს, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია და უზურპატორს არ ვიტანთ, ვიბრძვით ბოლომდე.გუშინდელმა დღემ, როდესაც 24 საათში თბილისი ქუჩაში გამოვიდა, უჩვენა რომ ბრძოლისთვის ხალხი მზად არის.

ასე ვუყურებ მე ამ პროცესებს და ცხადია თვითონ არასდროს შევეგუები ქვეყნის მიტაცებას, როგორც უამრავი ამ ქვეყნის პატიოსანი და პატრიოტი მოქალაქე, რუსეთის მოკავშირე მარიონეტი ოლიგარქის მიერ.უმრავლესობა ვართ ჩვენ და გამარჯვებაც ჩვენი იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“,- აღნიშნავს გიორგი ქადაგიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა