თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით და­ბა­რე­ბუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის 2024 წლის 30 ოქ­ტომ­ბრის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 164³-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

ცეს­კო-ს გან­ცხა­დე­ბი­სა და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში მა­ს­მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უნდა ფლობ­დეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­საძ­ლო გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის გა­მოც, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მიმ­დი­ნა­რე წლის 31 ოქ­ტომ­ბერს, გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით და­ბა­რე­ბუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩა­ა­ტა­რებს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბას, რო­გორც ცეს­კო-ს მო­მარ­თვა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი, ამავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით. მათ შო­რის, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხე­ბა ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ფლობ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ვა­რა­უ­დო, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

აქვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდსა და არ­ჩევ­ნე­ბის დღეს გა­მოვ­ლე­ნი­ლი ცალ­კე­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას არა­ერთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე.

გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა პე­რი­ო­დუ­ლად მო­ახ­დენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა