“ჩემი რჩევაა, არ მივიდეს გამოკითხვაზე” – ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებაზე
კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ გამოკითხვაზე დაბარების შემთხვევაში პროკურატურასთან არ ითანამშრომლებს. ოპოზიციონერი ლიდერი პრეზიდენტს ურჩევს, გამოკითხვაზე არც ის მივიდეს.
აგონიაში არიან, მეტი არაფერი. მათი ნაბიჯების გაანალიზებას არანაირი შინაარსი არ აქვს. ეს არჩევნები მოიპარეს, ყველამ იცის, რომ მოიპარეს, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მოიპარეს, მტკიცებულებები არის უამრავი. სხვა არაფერი მაგათ არ უშველით. ჩვენებაზე არა იმაზე მივალ. ჩემი რჩევა იქნება, რომ არ მივიდეს (პრეზიდენტი), მაგრამ მაგას მემგონი, ისედაც არ იზამს, ჩემი რჩევა არ დასჭირდება, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.